loader

ცნობილმა წამყვანმა ბარაკ ობამას გეი, ხოლო მის მეუღლეს ტრანსსექსუალი უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილმა წამყვანმა ბარაკ ობამას გეი, ხოლო მის მეუღლეს ტრანსსექსუალი უწოდა

ცნობილმა ამერიკელმა წამყვანმა და მსახიობმა, 81 წლის ჯოან რივერსმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეი, მის მეუღლე მიშელს კი ტრანსსექსუალი უწოდა. რივერსმა ერთ-ერთი ტელეარხის ჟურნალისტს კითხვაზე, როდის ეყოლება ამერიკას გეი პრეზიდენტი, უპასუხა: "ჩვენ ასეთი უკვე გვყავს, ობამა. მისი ცოლი მიშელი კი ტრანსსექსუალია. ეს ყველამ იცის". საკუთარ სიტყვებზე წამყვანს ბოდიში არ მოუხდია, პირიქით, განაცხადა, რომ პრეზიდენტის ცოლს ერთგვარი კომპლიმენტი უთხრა.

"იგი ისეთი მიმზიდველია, მაღალი, ლამაზი სხეული და დიდი სახე აქვს. ყველაზე შესანიშნავი ქალები ტრანსსექსუალები არიან", - განაცხადა მან ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში. ჯოან რივერსი საზოგადოებას არწმუნებს, რომ მისი გამონათქვამები პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ იუმორია.