ლარს თავისი სიმბოლო აქვს
დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას, ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ლარის სიმბოლო ეფუძნება "ლას"-ის გრაფიკულ მოხაზულობას. სიმბოლოს ავტორია მხატვარი მალხაზ შველიძე.