loader

ამ ვიდეოს ნახვისას ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ - BMW-ს ყველაზე ექსტრემალური ტესტ-დრაივი ავიამზიდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ვიდეოს ნახვისას ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ - BMW-ს ყველაზე ექსტრემალური ტესტ-დრაივი ავიამზიდზე

BMW-მ ადრენალინით სავსე სარეკლამო რგოლით M4 Coupe-ს დინამიკური მახასიათებლები წარმოადგინა. მოქმედების ადგილი ავიამზიდის გემბანი გახდა, რომელიც სარბოლო ტრასად გადაიქცა. ერთი წუთის განმავლობაში ავტომობილი ავიამზიდის კიდიდან რამდენიმე სანტიმეტრში წრეებს არტყამს.

ინტერნეტ-მომხმარებლებმა მომხდარის რეალურობაში ეჭვი უკვე შეიტანეს. მედიამ კანადურ სარეკლამო სააგენტო Cundari-ს მომხმარებლის პრეტენზიებზე კომანტარის გაკეთება სთხოვა, მაგრამ კრეატიულმა დირექტორმა ენდრიუ საიმონმა ინფორმაცია ტესტ-დრაივის რეალურობის შესახებ არც უარყო და არც დაადასტურა. მისი თქმით, რეკლამის ავტორები დისკუსიის გაჩენის მომხრენი არინ და მაყურებლის რეაქციით აღფრთოვანდნენ.