ყველაზე უცნაური ქიმიური ექსპერიმენტები ”კოკა-კოლაზე”
შვიდი უცნაური ექსპერიმენტი, რაც ”კოკა-კოლას” დახმარებით შეგიძლიათ ჩაატაროთ. აქედან ზოგიერთი მაყურებელმა უკვე კარგად იცის: ”კოკა-კოლას” სავსე ბოთლში მენთოსის აბების ჩაყრა, ასევე, რძის ჩასხმა და ადუღება. ბოთლის აქაფებისას თავზე ბუშტს თუ წამოაცვამთ, თვალის დახამხამებაში გაიბერება და სანახევროდ ”კოკა-კოლით” აივსება. მოკლედ, თუ გართობა და ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარება გინდათ, ”კოკა-კოლა” ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, აქვე გაფრთხილებთ, უსაფრთხოების ზომების დაცვა არ დაგავიწყდეთ.