loader

პატარა მეგრელი გოგონას სახალისო პაროდია ავღანეთში ქართველი მებრძოლებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარა მეგრელი გოგონას სახალისო პაროდია ავღანეთში ქართველი მებრძოლებისთვის

ბოლო დროს სოციალურ ქსელში პოპულარული პატარა მეგრელი გოგონა - ნინია ციმინტია კვლავაც არ კარგავს აქტუალობას. მით უფრო, რომ ნიჭიერი ბავშვია და საოცარი იმიტაციის უნარიც აქვს.
ამ ბავშვით ავღანეთში მყოფი ქართველი მეომრებიც დაინტერესდნენ და იმ ადამიანს (ლანა ქარდავა) დაუკავშირდნენ, ვისაც მის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის, ანუ ვინც ბავშვს ვიდეოებს უღებს.

პატარა ნინია წალენჯიხელია, კერძოდ, ჯვარიდან. ჰყავს მშობლები და ორი უფროსი ძმა. იმის გამო, რომ არის საოცრად მეტყველი, არტისტული და ნიჭიერი ადამიანი, ნათესავი ლანა ქარდავა მის გამონათქვამებსა და საოცარ ტექსტებს მუდმივად კამერით იღებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებს, რითაც ნინიამ პოპულარობა მოიხვეჭა.

ამჯერად გოგონა "მაგთი სატის" რეკლამის მიხედვით აკეთებს პაროდიას.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე