არგენტინელი გულშემატკივრების რეაქცია თვითმფრინავში, როდესაც გაიგეს რომ ნაკრებმა გაიმარჯვა
ვიდეო, რომელშიც არგენტინელი გულშემატკივრების სიხარულია ასახული, youtube-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ატვირთა, რომელიც თვითმფრინავში შეესწრო ამ სანახაობას. მისი თქმით, ფრენა არგენტინა-ჰოლანდიის მატჩის დროს ხორციელდებოდა, თუმცა, თამაშის ანგარიშის შესახებ მგზავრებმა არაფერი იცოდნენ. მათი რეაქცია პილოტის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ამცნო რომ არგენტინამ თამაში მოიგო.