ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, სამხედრო პატივით, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ყოფილი პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში სამგლოვიარო პროცესიით სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.
სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად მივიდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი.
იხილეთ ასევე: ედუარდ შევარდნაძის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან