"შიშველი პაემანი" - შეშლილი რეალითი-შოუ ამერიკულ არხზე
17 ივლისს ამერიკული ტელეკომპანია VH1-ის ეთერში ახალი, სკანდალური შოუს პრემიერა შედგება. "შიშველი პაემანი" - ასე ჰქვია შოუს, რომელშიც მარტოხელა ადამიანები მეწყვილის პოვნას შეძლებენ. ტროპიკულ კუნძულზე გადასახლებულ მონაწილეებს ერთი მთავარი პირობა აქვთ შესასრულებელი - ყველა მათგანი სრულიად შიშველი უნდა იყოს.
ცურვა შიშვლად, ცხენოსნობა შიშვლად, სადილი შიშვლად - ის, ვინც გარისკავს, ერთმანეთის და მაყურებლის წინაშე გაშიშვლებას არ მოერიდება და მეწყვილის პოვნასაც მოახერხებს, შოუს გამარჯვებულად დასახელდება და პროდიუსერებისგან სოლიდურ პრიზსაც დაიმსახურებს.