loader

მხიარული ფლეშმობით თელავში "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მხიარული ფლეშმობით თელავში "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა

მოცეკვავე გოგონებით სავსე საზაფხულო ავტობუსი თელაველებს მათ ქალაქში არსებული სიახლის შესახებ ატყობინებს: მხიარული ფლეშმობით თელავში "ნიკორას" განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა. ახალი სავაჭრო ობიექტი თბილისში არსებულ "ნიკორას" სუპერმარკეტებში დანერგილ სისტემასთან ადაპტაციაში მოვიდა.

ხორცპროდუქტების, თევზეულის, რძის ნაწარმისა და სხვა პროდუქტების გარდა, თელაველებს შესაძლებლობა ექნებათ, განახლებულ სუპერმარკეტში საბავშვო ლიტერატურა, ჰიგიენის საშუალებები, ბიჟუტერია, ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინონ. სიახლით კმაყოფილია ადგილობრივი მოსახლეობა.

განახლებული სუპერმარკეტი მომხმარებელს თელავში, ჭავჭავაძის #52-ში, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.