loader

უცნობი, კრისტი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე ეროსი კიწმარიშვილის პანაშვიდზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცნობი, კრისტი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე ეროსი კიწმარიშვილის პანაშვიდზე

ყიფშიძის ქუჩაზე, ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან იკრიბებოდნენ მისი ახლობლები, მეგობრები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც კიწმარიშვილების ოჯახში მისასამძიმრებლად იმყოფებოდნენ.

პანაშვიდზე იმყოფებოდა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე, გია გაჩეჩილაძე (უცნობი), მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე კიწმარიშვილის სახლთან გიორგი ნაზღაიძემ მიიყვანა.

ეროსი კიწმარიშვილის ცხედარს, ყიფშიძის ქუჩიდან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში კვირას 20 ივლისს, 10:00 საათზე გადაასვენებენ. 12:00 საათზე, ტელეკომპანიის შენობაში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 15:00 საათზე კი, ეროსი კიწმარიშვილს საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე იხილეთ: "ეროსის ცხოვრება ერთი დიდი დრამა იყო" - გიორგი თარგამაძ