"ბოინგ 777"-ის მგზავრების ცხედრები დონეცკიდან ხარკოვში სპეციალური მატარებლით გადაასვენეს
"ბოინგ 777"-ის კატასტროფისას დაღუპულების ცხედრები დონეცკიდან ხარკოვში სპეციალური მატარებლით გადაასვენეს. როგორც უკრაინის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ხარკოვიდან ცხედრებს ჰოლანდიაში ექსპერტიზისთვის გაგზავნიან.
მაშველების მიერ ნაპოვნია 282 ცხედარი და 87 ფრაგმენტი, რომელიც დანარჩენ 16 ცხედარს ეკუთვნის. შესაბამისად, ცხედრების საძიებო სამუშაოები ადგილზე უკვე დასრულებულია.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.