2 მეტრიანი მოდელი საყვარელ მამაკაცს ხელით ატარებს
ამანდა 2 მეტრის სიმაღლის მოდელია, რომლის ”სამსახურიც” ტანმორჩილი კაცების კომპანიონობაა. ამანდა, რომელიც 127 კილოგრამს იწონის, ცნობილი მოდელია. მას მხოლოდ იმისთვის უხდიან, რომ კაცებთან ერთად თუნდაც ქუჩაში იაროს ან, უბრალოდ, დრო გაატაროს.
"ხანდახან მეუბნებიან, რომ რასაც მე ვაკეთებ, სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუცია. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა - მე არავისთან არავითარი ინტიმი არ მაქვს, ტანსაცმელსაც კი არ ვიხდი, უბრალოდ, იმისთვის მიხდიან, რომ მათ გვერდით ვიყო", - ამბობს ამანდა.
მაგრამ მაინც არის ერთი კაცი, რომელსაც 38 წლის ”ამაზონი” მოდელი სხვებისგან გამოარჩევს - ეს მისი შეყვარებული სერჯიოა. სერჯიოც ტანდაბალია, ხანდახან ამანდა მას ქუჩაში ზურგზე მოკიდებულსაც კი ატარებს, ხან კი - ხელში აყვანილს. რა თქმა უნდა, უცნაური წყვილი ყველას ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მათ ეს არ აღელვებთ, პირიქით - აბედნიერებთ კიდეც. ამანდა და სერჯიო ფოტოსესიებში მონაწილეობის მისაღებად მთელს მსოფლიოში მოგზაურობენ და მალე დაქორწინებასაც აპირებენ.