loader

ნოდარ რევიას უცნაურმა შესრულებამ ვალერი და კონსტანტინ მელაძეები ვერ მოხიბლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოდარ რევიას უცნაურმა შესრულებამ ვალერი და კონსტანტინ მელაძეები ვერ მოხიბლა

23 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2014"-ის პირველი საკონკურსო დღე გაიმართა. ყველაზე მაღალი ქულები ჟიურისგან ქართველმა კონკურსანტმა ნუცა ბუზალაძემ დაიმსახურა და 76 ქულით სიის სათავეში მოექცა. მეორე ადგილზე 73 ქულით სამი კონკურსანტი - ორი უკრაინელი და ერთი ყაზახი აღმოჩნდა, ხოლო მესამე ადგილზე ქართველი მომღერალი ნოდარ რევიაა, რომელიც კონკურსზე რუსეთის სახელით გამოდის.

ნოდარმა ცნობილი ჰიტის, Summertime-ის სრულიად ახლებური ვერსია შესთავაზა მსმენელს, რამაც, როგორც ჩანს, დიდად ვერ მოხიბლა ჟიურის წევრები. კონკურსანტმა რამდენიმე 10 ქულა მიიღო, მათ შორის, ვალერი მელაძისგან, ყველაზე დაბალი - 9 ქულა კი, ნოდარ რევიას კონსტანტინ მელაძემ დაუწერა.

ნოდარს დაბალი ქულები არ ესიამოვნა და სიმღერის დასრულების შემდეგ სწრაფად გავიდა კულისებში, ისე, რომ არცერთ ჟურნალისტს არ გასაუბრებია. თუმცა მოგვიანებით ის გამოჩნდა ხალხში და ფოტოგრაფებისთვის იპოზიორა.

ასევე იხილეთ: ნოდარ რევია იურმალაში რუსეთის სახელით მღერის - რას შეასრულებს მომღერალი კონკურსზე