ჩოგბურთელი გამარჯვებულ მეტოქეს სკამზე ასული ჩაეხუტა
ჩოგბურთელი დუდი სელა, ივო იანკოვიჩთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგეს სკამზე ასული ჩაეხუტა. აღსანიშნავია, რომ იანკოვიჩის სიმაღლე 208 სანტიმეტრია, მაშინ როცა სელას სიმაღლე 175 სანტიმეტრს უდრის. მართალია სელამ მატჩი წააგო, თუმცა მაყურებლის ოვაციით ცხადია, რომ მისმა საქციელმა ყველას გული მოიგო.