ვიდეოფაქტი: გადათხრილი ქუჩები თბილისში
თბილისის რამდენიმე უბანში შიდა ქუჩების ნაწილი უკვე კვირებია, გადათხრილია. მოსახლეობა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. როგორც ვანო სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, მათ ქუჩაზე ჯერ კომუნიკაციების გამოცვლა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და სამუშაოები ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
გადათხრილია იოსებიძის ქუჩაც, სადაც ბორდიურების გამოცვლა და გზის გაფართოება იგეგმება. როგორც მერიაში აცხადებენ, იოსებიძის ქუჩაზე სამუშაოები 10 აგვისტოსთვის დასრულდება. რაც შეეხება სარაჯიშვილის ქუჩას, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, რომ ყველა სამუშაო დადგენილ ვადებში ხორციელდება და ქუჩის კეთილმოწყობა სექტემბრისთვის დასრულდება.
ავტორები: ნათია ლეშკაშელი, გიგა ხურცილავა
ასევე იხილეთ: ვიდეოფაქტი: რა მდგომარეობაშია გზები თბილისში