ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბავშვთა საავადმყოფოს დასახმარებლად შაკირას სიმღერა შეასრულეს
ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საქველმოქმედო მიზნით თანხის შეგროვება უჩვეულო გზით გადაწყვიტეს. ბავშვთა საავადმყოფოსთვის თანხის შეგროვების მიზნით მათ შაკირას პოპულარული სიმღერის Hips Don't Lie-ს საკუთარი ვარიანტი ჩაწერეს.