წყალდიდობა რუმინეთში: არიან დაღუპულები და დაკარგულები
სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაკარგულად ითვლება რუმინეთში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო. რამდენიმე სოფლის მოსახლეობა იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ მდინარეებში წყლის დონემ ბოლო 200 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მაიღწია. სინოპტიკოსების თქმით, წვიმები კვირის ბოლომდე გაგრძელდება.