ასეთი რბოლა მხოლოდ ფილმებში გინახავთ: შეშლილი მძღოლი და დევნა 150 კილომეტრზე
ბელორუსიაში, საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა ხანგრძლივი დევნის შემდეგ სატვირთო მანქანის მთვრალი მძღოლი დააკავეს. ვიდეოში წარმოუდგენელ კადრებს იხილავთ, ისეთს როგორიც ალბათ მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში გინახავთ.
სატვირთოს მიმართულებით, რომელსაც ავტომობილები გადაჰქონდა, სამართალდამცველებმა 80-მდე გასროლა განახორციელეს, თუმცა მძღოლი არც მათ მოწოდებას დაემორჩილა და არც ტყვიებისგან დაშვებული საბურავებით მოძრაობას შეუშინდა. შეშლილი მძღოლი მხოლოდ მაშინ შეჩერდა, როცა გახვრეტილი ბაკიდან საწვავი მთლიანად დაიცალა. საერთო ჯამში, პოლიციამ 150 კილომეტრის მანძილზე სდია დამნაშავეს.
ასევე იხილეთ:
წარმოუდგენელი ტრიუკები სატვირთო მანქანებით
გაცოფებული პატრული VS თავზეხელაღებული ქუთაისელი მძღოლი
მკვლელობაში ეჭვმიტანილის გიჟური რბოლა სასიკვდილო ავარიით დასრულდა