loader

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მედიას 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მედიას 6-თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს და მასმედიის წარმომადგენლებს 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შედეგები წარუდგინა და სამომავლო სტრატეგია გააცნო. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის, გიორგი არსოშვილის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება უწყებაში მიმდინარე რეფორმებს დაეთმო. კერძოდ, ახალი სტრუქტურული ერთეულის – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს – შექმნას, რომელიც გეგმავს და კოორდინაციას უწევს პრობაციის სისტემაში ფსიქო-სარეაბილიტაციო და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელებას.