ამერიკელი სტუდენტი ქართული ფესვებით "პალიტრა მედიაში"
19 წლის ალექსანდრა რუხაძე საქართველოს შესახებ აღფრთოვანების გარეშე ვერ საუბრობს. გოგონა აშშ-ში დაიბადა და ამჟამად ბოსტონში ცხოვრობს. ერთი თვით მამის სამშობლოში, საკუთარ ოჯახში იმყოფება. ქართული ენის შესწავლაში ბებია, ბაბუა და ბიძები ეხმარებიან. ამბობს, რომ პირველად საქართველოში 8 წლის ასაკში ჩამოვიდა. ახლა კი ყველაფერს სხვა თვალით უყურებს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხის დათვალიერებას ცდილობს.
ალექსანდრა ამერიკულ კოლეჯში ფსიქოლოგიასა და ლიტერატურას ეუფლება. თბილისში ყოფნის პერიოდში ნახევარ დღეს მედია "პალიტრის" გუნდთან ერთად ატარებს. ეცნობა საინფორმაციო სააგენტოს მუშაობის სტილს, ჩართულია ინტერნეტტელევიზია georgianews-ისა და გაზეთ georgian journal-ის მუშაობის პროცესში.
ავტორები: სოფო ბერიაშვილი, ირაკლი ხვედელიძე