loader

"მაშინვე რომ მოგვეწყო აქციები, დღეს სათავეში არ იქნებოდნენ" - ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების აქცია თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაშინვე რომ მოგვეწყო აქციები, დღეს სათავეში არ იქნებოდნენ" - ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების აქცია თბილისში

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ღამეს გარდაცვლილი ჩვილის ბარბარე რაფალიანცის ოჯახმა შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით თბილისში აქცია გამართეს. რადგან არც ერთი მათგანი სამინისტროებში არ დახვდათ, რაფალიანცებმა კანცელარიის შენობაში გადაინაცვლეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მიზნით. თუმცა, გაირკვა, რომ პრემიერს დღეს მოქალაქეთა მიღების დღე არ აქვს, რის შემდეგაც მთავრობის კანცელარიის ორგანიზებით მოხდა გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და შსს-ს წარმომადგენლის შეხვედრის ორგანიზება.

შს სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა მიიღეს პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება შეხვედრა შესაბამის პირებთან, ვინც ოჯახს მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

რაფალიანცებს აინტერესებთ, რატომ ჭიანურდება გამოძიება და რატომ არ მოხდა ამ დრომდე მკვლელობაში დამნაშავის გამოვლენა.