კიევში ვითარება იძაბება: მაიდანზე საბურავებს წვავენ და ბარიკადებს იღებენ
კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე კომუნალურმა სამსახურმა ბარიკადებისა და კარვების აღება დაიწყო, რასაც მოედანზე მყოფი ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრების პროტესტი მოჰყვა.
ლიგა.ნეტ-ის ცნობით, ე.წ. მაიდნის თავდაცვამ პროტესტის ნიშნად საბურავებს წვავენ და კომუნალურ სამსახურის მოედნის დასუფთავების საშუალებას არ აძლევენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დამოუკიდებლობის მოედანზე მილიცია და სპეცბატალიონ "კიევ 1"-ის მებრძოლები მივიდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, დაიხურა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კაფეები და რესტორნები, ასევე სავაჭრო წერტილები.
უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე მხოლოდ ე.წ. მაიდნის თავდაცვის წევრები დარჩნენ, რომელთაც მოედანზე კვლავ ბარიკადები აქვთ აღმართული.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, გამოკითხულ კიეველთა 82% აცხადებს, რომ ნეგატიურად არის განწყობილი მაიდანზე გაშლილი კარვების მიმართ.
Central Kiev in flames: Tires burn at Maidan - Watch the video on georgianews.ge