loader

რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რობინ უილიამსი გარდაცვლილი იპოვეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
სამართალდამცველები ამ დროისთვის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავენ.

"ამ ეტაპზე სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობის შედეგად მიღებული ასფიქსია გახდა. თუმცა, საბოლოო დასკვნა გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი", - აცხადებენ სამართალდამცველები.

მიმდინარე წლის ივლისში ჟურნალისტები წერდნენ, რომ რობინ უილიამსი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლური დამოკიდებულების პროგრამის ფარგლებში სპეციალურ კლინიკაში მკურნალობდა. ამბობდნენ იმასაც, რომ მსახიობი დეპრესეში იყო.

63 წლის მსახიობი ოსკარისა და რამდენიმე "ოქროს გლობუსის" მფლობელი იყო.