loader

შსს-ს მოცურავე შეუსვენებლად, 40 საათის განმავლობაში სარფიდან განმუხურამდე გაცურავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-ს მოცურავე შეუსვენებლად, 40 საათის განმავლობაში სარფიდან განმუხურამდე გაცურავს

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი "MIA Force", რომელიც აქამდე მხოლოდ ავტომრბოლელებს აერთიანებდა, გაფართოვდა და მას სპორტის კიდევ ერთი სახეობა - ცურვა დაემატა.

სამინისტროს ინფორმაციით, კლუბის ახალი წევრია ახალგაზრდა მოცურავე რუსუდან გორდეზიანი. იგი გასული წლის საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია აუზში 24-საათიან უწყვეტ ცურვაში.

"MIA Force"-ის კლუბში რუსუდან გორდეზიანის დებიუტი სარფი-ბათუმი-ფოთი-განმუხურის მიმართულებით მარათონული გადაცურვით შედგება. კლუბი და მისი ახალი წევრი აღნიშნულ მარათონს აფზახეთის ომში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს უძღვნის.

რუსუდან გორდეზიანმა თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით შორი მანძილის დაძლევა, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე სარფიდან 17 აგვისტოს დაიწყო. იგი განმუხურის მიმართულებით შეუსვენებლად ცურვას 40 საათის განმავლობაში გეგმავს. მარათონული გაცურვა 19 აგვისტოს განმუხურში დასრულდება.

ახალგაზრდა მოცურავე სარფიდან შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა და სააგენტოს სხვა თანამშრომლებმა გააცილეს და წარმატებები უსურვეს.