loader

ქართველმა კალათბურთელებმა უნგრეთის ნაკრები 20 ქულით დაამარცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა კალათბურთელებმა უნგრეთის ნაკრები 20 ქულით დაამარცხეს

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთი 20 ქულის სხვაობით, ანგარიშით 79:59 დაამარცხა. სამი გამარჯვებითა და ორი მარცხით საქართველო შესარჩევ E ჯგუფში მესამე ადგილიდან მეორე ადგილზე გადავიდა. პირველ ადგილს ჩეხეთი იკავებს, მესამე ადგილს - უნგრეთი, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე პორტუგალიაა.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, საქართველოს ნაკრებმა მეტოქესთან მხოლოდ ერთი პერიოდი დათმო. 26 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, თუმცა ტრავმის გამო მას მოედნის დატოვება მატჩის დამთავრებამდე მოუწია. 17 ქულა ჩააგდო ზაზა ფაჩულიამ, 12 - დუდა სანაძემ, 11 - ვიქტორ სანიკიძემ, 3-3 - ნიკა მეტრეველმა, ლევან ფაცაციამ და ბესიკ ლეჟავამ, ხოლო ყველაზე ცოტა, 2-2 ქულა - გიორგი ცინცაძემ და ბექა ბურჯანაძემ.