პოპულარულ ამერიკულ სერიალში ქართველი ელჩი ტერორისტია
26 აგვისტოს პოპულარული ამერიკული სერიალის, Covert Affairs-ის მეხუთე სეზონის ფინალი შედგა, სადაც ქართველი დიპლომატი ალექსანდრე ბელენკო გამოჩნდა. სერიალი Covert Affairs-ი CIA-ს (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო) ახალგაზრდა აგენტზე, ენ ვოლკერზე მოგვითხრობს. ამჯერად, ენის უცხოელი დიპლომატის გადარჩენა უწევს.
სცენარის მიხედვით, ქართველი ელჩი (რომელსაც სერიალში რატომღაც რუსული გვარი აქვს) ალექსანდრე ბელენკო, თანამზრახველ კეიტლინთან ერთად, მაღალი რანგის პოლიტიკოსების დახოცვას გეგმავს, თუმცა ენ ვოლკერი დროულად გაშიფრავს მის გეგმას და შემთხვევის ადგილას მივა. ქართველი დიპლომატის თანმხლები ქალი სამართავი პულტით დანაღმულ მანქანას აფეთქებს, თუმცა აფეთქებას ყველა გადაურჩება. კეიტლინი და ალექსანდრე შემთხვევის ადგილიდან მიიმალებიან, თუმცა გზად ავარია შეემთხვევათ და მათ CIA-ს აგენტი დაეწევა. ბელენკო უოლკერს ატყუებს, რომ ის არაფერ შუაშია და აფეთქების ორგანიზებას მის თანმხლებ ქალს გადააბრალებს, რის დასამტკიცებლადაც CIA-ს ჯაშუშის თვალწინ კეიტლინს კლავს. დიპლომატიური ხელშეუხებლობის და არასაკმარისი მტკიცებულების გამო ქართველ დიპლომატს არ აკავებენ და ის უკან, საქართველოში ბრუნდება. როგორც სერიის დასასრულს ირკვევა, ალექსანდრე მზაკვრული გეგმის ბოლომდე მიყვანას მაინც აპირებს...
Georgian ambassador in American TV drama plays the role of a terrorist - Watch the video on georgianews.ge
ასევე იხილეთ:
ტომ კრუზის ფილმში საქართველოს დასცინიან
"რას შვრებით, ხალხო!" - ქართული რეპლიკა რუსულ მძაფრსიუჟეტიან ფილმში
ნიკოლოზ არზიანი - მოძალადე ქართველი პოლიტიკოსი ამერიკულ სერიალში