ანჩისხატის მოგზაურობა ათონის მთიდან
დღეს ანჩისხატობაა. წელს ანჩისხატის მეათე გზა სიმბოლურად ათონის მთიდან - ივერონიდან დაიწყო. ივერონის მოლოცვის შემდეგ ხატი ათონის მთის წვერზე ექვსსაათიანი გზის მარშრუტით ქართველმა ემიგრანტებმა, სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა სასულიერო პირმა და მომლოცველებმა ფერიცვალების სახელობის ტაძარში, მწვერვალზე ააბრძანეს. შემდგომ ხატმა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის კელია მოილოცა, სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობენ.
ხატი, ასევე, ისტორიულ კონსტანტინოპოლში და ტაო-კლარჯეთში (ანჩა) იმყოფებოდა, რის შემდეგაც 27 აგვისტოს საქართველოში შემოაბრძანეს.
ხატი, ასევე, ისტორიულ კონსტანტინოპოლში და ტაო-კლარჯეთში (ანჩა) იმყოფებოდა, რის შემდეგაც 27 აგვისტოს საქართველოში შემოაბრძანეს.