მადაგასკარის დედაქალაქს მილიონობით კალია შეესია
მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუს "კალიების შტორმი" დაატყდა თავს. 28 აგვისტოს ქალაქს მილიონობით მწერი შეესია და მთელი ცა დაფარა. ბოლო ორი წელია დედაქალაქის მცხოვრებლებს ეს მოვლენა აღარ უკვირთ, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო კალიები ანტანანარივუს წინა წელსაც დაესხნენ თავს.