loader

დიჯეის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობლების თქმით, დაკავებულთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიჯეის მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობლების თქმით, დაკავებულთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ

34 წლის დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობლები აცხადებენ, რომ დაკავებულ მიხეილ გ-სთან ხშირი კონტაქტი არ ჰქონდათ. "პალიტრა ტვ"-ს გადამღები ჯგუფი სოფელ გლდანში, გულიაშვილის ქუჩაზე ეჭვმიტანილის სახლთან იმყოფებოდა, სადაც იქ მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ მიხეილ გ. იშვიათად მიდიოდა მათ უბანში, სადაც მისი მოხუცი ბებია ცხოვრობს. "ამ ოჯახს სახლი აქვს ავლაბარშიც. აქ ძალიან იშვიათად მოდიოდნენ. როგორც ვიცით, ჰყავთ ორი ბიჭი", - განაცხადა ეჭვმიტანილის მეზობელმა.

20 წლის მამაკაცმა 34 წლის დაჩი დარჩია წუხელ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა. ცნობილია, რომ 1994 წელს დაბადებული მიხეილ გ. წარსულში ნასამართლევია.

იხილეთ:

თბილისში 34 წლის დიჯეი დანით მოკლეს - ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდაა

"დანა დაარტყა და მოსდევდა" - ახალი დეტალები მოკლული დიჯეის საქმეზე