საქართველოს მოქალაქემ აშშ-ში ტაქსისტი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა
საქართველოს მოქალაქემ, 29 წლის შოთა მექოშვილმა აშშ-ში, კონექტიკუტის შტატის ქალაქ სტემფორდში, 27 აგვისტოს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 47 წლის ბანგლადეშელი ტაქსისტი მოჰამედ კამალი.
კამალის გვამი დულიტლის გზატკეცილთან ახლოს ოთხშაბათს, დილით, მისი ტაქსიდან შორიახლოს აღმოაჩინეს. გარდაცვლილს 20-მდე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მექოშვილმა ტაქსის მძღოლი გაძარცვის მიზნით გამოასალმა სიცოცხლეს. ბანგლადეშელი მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას მოითხოვენ. სასამართლო პროცესი 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.
Georgian citizen charged with murder of cab driver in the US - Watch the video on georgianews.ge