loader

თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი საქართველო-ირლანდიის მატჩზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თორნიკე ოქრიაშვილის ბრწყინვალე გოლი საქართველო-ირლანდიის მატჩზე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წაგებით დაიწყო. 7 სექტმებერს თემურ ქეცბაიას გუნდმა თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩში ანგარიში 24-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომის შედეგად ირლანდიელმა ეიდენ მაკგიდმა გახსნა. საქართველომ თორნიკე ოქრიაშვილის შორეული დარტყმით 38-ე წუთზე გაათანაბრა. შესარჩევი ეტაპის გახსნითი ნატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩს დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.

თითქოს ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა 90-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მყოფმა მაკგიდმა ოსტატურად ჩამოიცილა აკაკი ხუბუტია და უძლიერესი დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა.

Tornike Okriashvili’s impressive goal at Georgia-Ireland football match - Watch the video on georgianews.ge