მატჩის დროს მოედანზე შიშველი გოგონა შევარდა
რაგბიში ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის დაპირისპირების დროს პატარა ინციდენტი მოხდა: მოედანზე 25 წლის როუზ კუპა შიშველი შევარდა. გოგონა დაცვამ მალევე დაიჭირა და მოედნიდან გაიყვანა. YouTube-ზე ატვირთულ ვიდეოს უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს და უმეტესობა იმას განიხილავს, რომ დაცვის წევრები გოგონას ზედმეტად უხეშად მოექცნენ.