კომიდან გამოსვლის შემდეგ ავსტრალიელი ახალგაზრდა ჩინურად ალაპარაკდა
კომიდან გამოსვლის შემდეგ 22 წლის ავსტრალიელი ბენ მაკმახონი ჩინურად ალაპარაკდა. მომხდარმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოებაში, რომ ბენი ახლა პოპულარული ტელევარსკვლავია ჩინეთში. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცი ჩინურ ენას სკოლაში სწავლის პერიოდში დაეუფლა, თუმცა ამჟამადაც უცნობია, რატომ ჩაანაცვლა ჩინურმა ენამ მშობლიური ინგლისური.