ყოფილი "ჯეოსტარელი" უკრაინულ X Factor-ში
უკრაინული X Factor-ის შესარჩევი ტურები რამდენიმე ქალაქში გაიმართა. ლვოვში კასტინგზე ბათუმელი მომღერალი 23 წლის იაგო დევაძე მივიდა, რომელიც ნინო ქათამაძეს ქართულად მიესალმა. 2010 წელს იაგო "ჯეოსტარში" იღებდა მონაწილეობას, თუმცა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. უკრაინული შოუს ჟიურის წინაშე ქართველმა მომღერალმა ჯო კოკერის ცნობილი სიმღერა Уou are so beautiful შეასრულა. იაგოს ნამღერი არ მოეწონა სერგეი სასედოვს და მას მოსაწყენი უწოდა. ხოლო ჟიურის დანარჩენმა წევრებმა ახალგაზრდა მომღერალი შეაქეს და მომდევნო ტურში გადაიყვანეს. "ის შემთხვევაა როდესაც არ მრცხვენია და სიამაყით გეუბნები კი-ს", - განუცხადა იაგოს ნინო ქათამაძემ.