ფლეიტაზე დაკვრის დროს მუსიკოსს სახეზე პეპელა დააჯდა
იაპონელ ფლეიტისტს, იუკი ოტას, რომელიც საერთაშორისო კონკურსში იღებდა მონაწილეობას, დაკვრის დროს სახეზე პეპელა დააჯდა. ულამაზესი მწერი, როგორც ჩანს, ფლეიტის ჰანგებმა მიიზიდა და ჯერ შუბლზე დააფრინდა მუსიკოსს, შემდეგ კი უფრო გათამამდა და ცხვირზე გადაინაცვლა.