"ახლავე წავალ და გადავიხდი" - ნოშრევან ნამორაძე 50-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სანდოძემ მიიღო. ნოშრევან ნამორაძეს 50-ათასლარიანი გირაო დაეკისრა, ადვოკატები კი ნამორაძისთვის 10-ათასლარიან გირაოს ითხოვდნენ. ადვოკატებმა პროცესზე განაცხადეს, რომ ნოშრევან ნამორაძეს არ დაუმტკიცდა ჯგუფურ თავდასხმაში მონაწილეობა, რის გამოც გაჩნდა შესაძლებლობა მისი გირაოთი გათავისუფლების.
გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ნამორაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამძიმდა, რის გამოც ესაჭიროება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში მკურნალობა. დარბაზის დატოვების შემდეგ ნამორაძის მეუღლემ, ნინო სუთიძემ განაცხადა, რომ გირაოს თანხით უზრუნველყოფა დღესვე მოხდება.
დავით კოდუაზე თავდასხმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს მოხდა. ცემის შემდეგ კოდუა მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Noshrevan Namoradze released on 50 000 GEL bail - Watch the video on georgianews.ge
იხილეთ:
კოდუას ცემაში ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა - რას ყვება ნოშრევან ნამორაძის მეუღლე
"ჩემი ერთი წლის შვილი იყო მომსწრე, როცა სახლში შემომივარდნენ" - ნოშრევან ნამორაძის აღიარებითი ჩვენება