ქართველმა ექსტრასენსმა "ექსტრასენსთა ბრძოლაში" რუსი მომღერალი შოკში ჩააგდო
20 სექტემბერს რუსეთში "ექსტრასენსთა ბრძოლის" მე-15 სეზონის პრემიერა შედგა. საუკეთესო ექსტრასენსის წოდებისთვის 12 მონაწილე იბრძვის, მათ შორის, ქართველი მაია ძიძიშვილი. კონკურსანტებს სამი რთული ეტაპის გადალახვა მოუწიათ. პირველში მათ უნდა გამოეცნოთ, რა იმალებოდა ჩამოფარებული ფარდის უკან; მეორეში - ეპოვათ მანქანაში დამალული ადამიანი, ხოლო მესამეში კი გამოეცნოთ, ვინ იჯდა მათ წინაშე; ამასთან, ექსტრასენსები თვალახვეულნი იყვნენ და ვერ ხედავდნენ მოწვეულ სტუმარს. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სტუმარზე, რომელიც მომღერალი ნატალი (1997 წელს პოპულარული გახდა სიმღერით Ветер С Моря Дул) აღმოჩნდა, ქართველმა ექსტრასენსმა მაიამ მოახდინა, რომელიც შოუში თარჯიმანთან, ნანასთან ერთად მივიდა. მაიამ ნატალის წარსულზე უამბო და ისეთ თემებს შეეხო, რაც მტკივნეული იყო მომღერლისთვის. ქართველი ექსტრასენსით აღფრთოვანებული არა მარტო ნატალი, არამედ მისი მეგობრები და მთელი გადამღები ჯგუფი დარჩნენ.
ასევე იხილეთ:
რა განსაზღვრავს უარყოფით ენერგეტიკას ადამიანში -ექსტრასენსი მაია ძიძიშვილი "სტუმრად მარიკა დარჩიასთან"
რამ აალაპარაკა ქართულად რუსი ნათელმხილველი - "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამაოგნებელი ეპიზოდი
ასევე იხილეთ:
რა განსაზღვრავს უარყოფით ენერგეტიკას ადამიანში -ექსტრასენსი მაია ძიძიშვილი "სტუმრად მარიკა დარჩიასთან"
რამ აალაპარაკა ქართულად რუსი ნათელმხილველი - "ექსტრასენსთა ბრძოლის" გამაოგნებელი ეპიზოდი