კვლავ უცნობია, სად არის ირაკლი ბათიაშვილი
"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.
მაია ფანჩულიძე-ბათიაშვილი, მეუღლის, ირაკლი ბათიაშვილისა და ძმის, თამაზ ფანჩულიძის ადგილსამყოფელის დადგენას "წითელ ჯვარს" სთხოვს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მაია ბათიაშვილმა განუცხადა, მის მეუღლესთან და ძმასთან ერთად, "სახალხო კრების" აქციის დაშლის შემდეგ, არა ერთი ადამიანია დაკარგული და მათი ოჯახის წევრები უშედეგოდ ცდილობენ დაკარგულთა ადგილსამყოფელის დადგენას.
მაია ბათიაშვილის თქმით, ირაკლი, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავთ და იმიტომ არ უშვებენ, რომ ძალიან ნაცემია და სხეულზე დაზიანებები აქვს.
მაია ბათიაშვილის განცხადებით, თუ მის მეუღლეს და ძმას სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ, ხელისუფლებამ და სამართალდამცველებმა მისცენ საშუალება, რათა თავად იზრუნოს მათ მკურნალობაზე.
მან აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ბასს მოუწოდა, ობიექტურად შეაფასოს განვითარებული მოვლენები.