ექსპერტიზის დასკვნა და ბაღის არგუმენტები აუტისტი ბავშვის დაზიანებების შესახებ
"4 წლის გაბრიელს დაზიანებები მკვრივი, ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით აქვს მიყენებული" - ასე წერია დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც სკოლა-ბაღ "სადუნში" 26 სექტემბერს მომხდარი ფაქტის გამო ჩატარდა. აღსაზრდელის მშობლების ინფორმაციით, დაზიანებები სახის არეში ბავშვს ბაღში მიაყენეს, რის გამოც ისინი პედაგოგსა და ძიძას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გაბრიელი ბაღში სექტემბრის დასაწყისიდან დადის. როგორც მშობლები ამბობენ, მსგავსი შემთხვევა ბაღში ადრეც დაფიქსირდა, მაშინ ბავშვს მაისური შემოახიეს.
"სადუნის" ადმინისტრაციაში უარყოფენ, რომ ბავშვს დაზიანება ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეთოდისტ ხათუნა სულაძის განმარტებით, გაბრიელმა დაზიანებები თანატოლთან კინკლაობისას მიიღო. მეთოდისტი ასევე გამორიცხავს პედაგოგის და ძიძის მხრიდან უყურადღებობას.
საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება ცემის მუხლით. გაბრიელს სამხარაულის ეროვნულ ბიუროშიც ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც ერთ თვეში გახდება ცნობილი.