loader

საფრანგეთში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთში ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა

ძლიერმა წვიმებმა სამხრეთ საფრანგეთში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. მთავრობამ რეგიონში "წითელი" საფრთხის დონე გამოაცხადა. ქალაქ მონპელიეში რამდენიმე საათში ნალექის ორი თვის ნორმა მოვიდა. ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ლეზი - მისმა დონემ 5 მეტრით აიწია. ასეთი ძლიერი წყალდიდობა სამხრეთ საფრანგეთს ბოლო 10 წელი არ უნახავს.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ათასზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომელთა სახლები დაიტბორა, სკოლებსა და საზოგადოებრივ დაწესებულებებში ათავსებენ. წყალდიდობის შედეგად დანგრეულია ავტომაგისტრალები და ხიდები. დაიტბორა მონპელიეს აეროპორტიც.