loader

კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრის ბოტის სპეციალური მიმართვა ქართველი მსმენელისადმი

2014 წლის 12 ოქტომბერს, 19 საათზე, თბილისში იხსნება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასი". საქართველოში ეს პირველი ცდაა, შეიქმნას ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახელოვნებო მომსახურების ცენტრი. "არტპალასის" გახსნაზე დასასწრებად საქართველოში საგანგებოდ ჩამოვა მსოფლიო ვარსკვლავი, "გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი. იგი, პაატა ბურჭულაძესთან, ნიკოლოზ რაჭველთან და "არტპალასის" დამაარსებელ გია ანდღულაძესთან ერთად, საზეიმოდ გახსნის ათსართულიან ოფისს, რომელიც სპეციალურად ამ ცენტრისთვის აშენდა.

ქართველი მელომანებისადმი საგანგებო მიმართვაში, კრის ბოტი ქართველებს "იავნანას" საქველმოქმედო ფონდის დახმარებისკენ მოუწოდებს. "გამარჯობა, საქართველო! მე მესაყვირე კრის ბოტი ვარ და მიხარია, რომ ოქტომბერში საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვდივარ, რათა მონაწილეობა მივიღო "არტპალასის" გახსნის ცერემონიასა და საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" მხარდამჭერ კონცერტში. ძალიან მიხარია, რომ სცენაზე კიდევ ერთხელ დავდგები მაესტრო ნიკასთან და გასაოცარ ორკესტრთან. მალე შეგხვდებით!"

Chris Botti addresses the Georgian people - Watch the video on georgianews.ge