loader

ვიდეოფაქტი: უადგილობა და უჰაერობა თბილისის "მარშრუტკებში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: უადგილობა და უჰაერობა თბილისის "მარშრუტკებში"

პიკის საათებში თბილისის სამარშრუტო ტაქსებში ფეხზე დასადგომი ადგილიც აღარ არის. თუმცა, რადგან სხვა გზა არ აქვთ, ფეხით გზის გაგრძელებას მგზავრები მაინც გადაჭედილი ყვითელი "მარშრუტკებით" მგზავრობას ამჯობინებენ.

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი დავით ასანიძე ტრანსპორტის გადავსებულობას ქალაქში საცობების რაოდენობის ზრდით ხსნის.

მისი თქმით, თბილისში 100 ათასამდე მანქანა მოძრაობს, ყოველდღიურად კი საშუალოდ დედაქალაქში 1800 მიკროავტობუსი დადის. "ბოლო პერიოდში ქალაქში საცობებია და მანქანებს გადაადგილება უჭირთ. დროულად ვერ მიდიან გაჩერებაზე, სადაც მგზავრი ელოდებათ. მგზავრები მაქსიმალურად ცდილობენ, პირველივე მისულ სამარშრუტო ტაქსიში ავიდნენ. ამიტომაც ისინი იტვირთება და უკან რომ მანქანა მოჰყვება, შეიძლება ცარიელი დარჩეს. ამის ბრალია, თორემ მანქანების რაოდენობა ხაზებზე არ შეცვლილა და არც მოძრაობის შუალედი გაზრდილა. უფრო მეტიც, დღის განმავლობაში გაცილებით მეტ ბრუნს აკეთებენ, ვიდრე აქამდე აკეთებდნენ", - დასძინა ასანიძემ.