იძებნება მამაკაცი, რომელმაც 350 ქალი გააუპატიურა
ჩეხეთის პროკურატურა და ინტერპოლი ეძებს მამაკაცს, რომელმაც 350 ქალი გააუპატიურა. იაროსლავ დობეში, ან გურუ იარა მსხვერპლს შთააგონებდა, რომ მასთან ინტიმური კავშირის დამყარებით ოჯახური პრობლემების დაძლევას შეძლებდნენ. ჩეხი სამართალდამცველები დარწმუნებული არიან, რომ თუ მოძალადეს არ დაიჭერენ, ის კვლავ განაგრძობს თავის დანაშაულებრივ საქმიანობას.