loader

პაატა ბურჭულაძის, კრის ბოტისა და ნიკოლოზ რაჭველის ემოციური "ყვითელი ფოთლები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პაატა ბურჭულაძის, კრის ბოტისა და ნიკოლოზ რაჭველის ემოციური "ყვითელი ფოთლები"

"გრემის" მფლობელი ამერიკელი მესაყვირე კრის ბოტი ქართველი მსმენელის წინაშე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, ნიკოლოზ რაჭველისა და საკუთარი ბენდის თანხლებით წარდგა. იუბილარმა მუსიკოსმა, მსოფლიო შედევრებთან ერთად, ქართველი კლასიკოსების მუსიკალური ნაწარმოებებიც შეასრულა და აკომპანიმენტი ნანი ბრეგვაძესა და პაატა ბურჭულაძეს გაუწია.

განსაკუთრებით ემოციური იყო გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები", რომელმაც ქართველი მსმენელის დიდი მოწონება და აღტაცება დაიმსახურა.

მსოფლიოში აღიარებული მესაყვირის, კრის ბოტის კონცერტი სახელოვნებო ინდუსტრია ,,არტპალასმა" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოადგინა. საქველმოქმედო ღონისძიების დასასრულს მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადაეცა.

Chris Botti, Paata Burchuladze and Nikoloz Rachveli performing Georgian song at Tbilisi Concert Hall - Watch the video on georgianews.ge