რუსეთმა ყირიმის ანექსიისადმი მიძღვნილი მონეტები გამოუშვა
რუსეთის ბანკმა 10 რუბლის ნომინალის მონეტები გამოუშვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიას ეძღვნება. მიმოქცევაში ორი სახის მონეტები ჩაეშვა, რომლებზეც ყირიმის ღირსშესანიშნაობებია გამოსახული. ერთზე - მერცხლის ბუდის ციხეა დატანილი, მეორეზე კი - სევასტოპოლის ჩაძირული გემების მემორიალი. თითოეული მონეტის ტირაჟი ათი მილიონი ცალია.