ახალი iPad Air 2 ფანქარზე უფრო თხელია
Apple-მა სრული ზომის iPad Air-ის ახალი ვერსია წარმოადგინა, რომელსაც 9,7-დიუმიანი ეკრანი აქვს. მოწყობილობის კორპუსის სისქე სულ 6,1 მილიმეტრია. მოწყობილობა Apple-ის გენერალურმა დირექტორმა ტიმ კუკმა დააანონსა.
Apple-ი აცხადებს, რომ ეს ბაზარზე ყველაზე თხელი პლანშეტია. ახალ პლანშეტს უფრო ძლიერი, 64-ბიტიანი პროცესორი A8X და სოპროცესორი M8 აქვს. ახალ iPad Air-ს თითის ანაბეჭდების სკანერი Touch ID აქვს. iPad Air 2-ს, მუქი ნაცრისფერისა და ვერცხლისფერის გარდა, ოქროსფერი კორპუსიც ექნება.
წინასწარი შეკვეთა iPad Air-ზე 17 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. მოდელის ღირებულება Wi-Fi მოდულით 499-დან 699 დოლარამდე ღირს, LTE მოდულით კი - 629 დოლარიდან 829 დოლარამდე.
ასევე იხილეთ: უფრო სწრაფი, უფრო თხელი, უფრო განიერი - iPhone 6-ის და iPhone 6 Plus-ის სრული მონაცემები