ყველაზე იღბლიანი მძღოლი ორ სატვირთოსთან შეჯახების შემდეგ გადარჩა
ორ სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შემდეგ Ford Focus-ის მძღოლი - 25 წლის ჟასმინ კლაეისი გადარჩა. ახალგაზრდა ქალი საკუთარი მანქანით ჩქაროსნულ გზაზე მოძრაობდა და რამდენიმე წუთით მისი მანქანის გვერდით მომავალი სატვირთო ავტომობილის ვიდეორეგისტრატორის ობიექტივში მოხვდა. ერთ მომენტში ჟასმინის მანქანის წინ ყვითელი სატვირთო ავტომობილი გამოჩნდა. გამოუცდელობის გამო ბელგიელი მის გადასწრებას მარჯვნიდან გადაწყვეტს და გზისპირას გაჩერებულ თეთრი ფერის სატვირთოს ეჯახება. მეორე წამს კი ჟასმინის Ford Focus-ს უკნიდან ვიდეორეგისტრატორიანი სატვირთო ეჯახება.
მოგვიანებით გაირკვა, რომ დაშავებულს ხერხემლის 2 მალა გაუტყდა და ხელი მოიტეხა. ჟასმინი მხოლოდ ახლა გამოვიდა კომიდან. ქალის თქმით, ახარებს, ღვედი რომ ეკეთა და ყველა უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა. ამჟამად ჟასმინი გამოჯანმრთელების პროცესშია.
იხილეთ:
როგორ იძია ქალმა შური თავხედ მძღოლზე
მძღოლი ქალის დრიფტი და ფანტასტიკური პარკირება
ქალი მძღოლი შესახვევს გასცდა და 2 კმ უკუსვლით იარა