უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერის დელეგაციის ერთი ვიზიტი ამერიკაში ბიუჯეტს თითქმის მილიონი დაუჯდა - ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გაეროში ქართული დელეგაციის ვიზიტი 562 ათასზე მეტი დაჯდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, სამთავრობო დელეგაცია გაეროში 34 წევრისგან შედგებოდა.