ცრემლები და ხმაური სასამართლოში ახალაიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი მას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს, გიორგი მაზმიშვილს კი 11 წელი მიესაჯა.
ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, რის გამოც მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პროცესის დამსწრეთა უმრავლესობას დარბაზი დაატოვებინა. გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა სასამართლოს ჰოლშიც, სადაც მობილიზებულნი იყვნენ როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასამართლოს მანდატურის სამსახური.