ქარიშხალმა ჩანჩქერი "ამოაბრუნა"
ქარიშხალმა "გონსალომ", რომელიც ევროპაში მძვინვარებს, დიდ ბრიტანეთში ჩანჩქერი "ამოაბრუნა". ვიდეოზე აღბეჭდილია 24 მეტრის სიმაღლიდან მჩქეფარე წყალი, რომელიც ძლიერ ქარს საპირისპირო მიმართულებით ააქვს. "გონსალომ" უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა.